Accessibility links

სენტ-ლუისის ბიზნესსკოლაში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა


სენტ-ლუისში მდებარე ბიზნესსკოლაში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად სკოლის თანამშრომელი დაიჭრა. თავად სტუდენტმა კი თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც სენტ-ლუისის პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს, სტუდენტი ბიზნესსკოლაში ოთხი წლის განმავლობაში დროგამოშვებით ესწრებოდა მეცადინეობებს. ამ დრომდე მისი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის სხვა ფაქტები არ გამოვლენილა.
XS
SM
MD
LG