Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ინდოეთის არმიას სამხედროს მკვლელობაში სდებს ბრალს


პაკისტანელი სამხედროები ინდოეთის არმიას პაკისტანელი სამხედროს მკვლელობაში ადანაშაულებენ. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ინდოეთის სამხედროებმა დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გახსნეს რა ცეცხლი პაკისტანისა და ქაშმირის საზღვარზე. გასულ კვირაში ამ საზღვარზე ორი პაკისტანელი და ორი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი ორ ქვეყანას შორის 2008 წელს მუმბაიში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც თავდასხმაში ბრალი დასდეს პაკისტანში მყოფ სამხედროებს. ორივე ქვეყანა უარყოფს მათი მხრიდან გასულ კვირაში შეტაკების პროვოცირების ფაქტს.
XS
SM
MD
LG