Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი


ოფიციალური ინფორმაციით, ერაყში რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 23 ადამიანი. მათგან 16-ის სიცოცხლე შეიწირა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ. ერთ-ერთი აფეთქება მოეწყო ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის რეგიონული ლიდერის, მასუდ ბარზანის ოფისის მახლობლად. ქირქუქი ნავთობით მდიდარი რეგიონის ცენტრია და ბაღდადის ჩრდილოეთით, 300-მდე კილომეტრში მდებარეობს. იუწყებიან აგრეთვე ბაღდადში სამი აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღკპა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG