Accessibility links

logo-print

ბრაზილიელი ჟურნალისტები საფუნთუშეში მძევლად აიყვანეს


ბრაზილიის სამხრეთში მძევლებად აიყვანეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტები. ჟურნალსტები ერთ-ერთ საფუნთუშეში ქურდობების თაობაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ მისული, როდესაც სამმა მამაკაცმა, საფუნთუშეში საუზმის დასრულების შემდეგ, იარაღის მუქარით ჟურნალისტები მძევლად აიყვანა. რეპორტიორმა, ოპერატორმა და მათმა თანაშემწემ მხოლოდ მას შემდეგ დააღწიეს თავი მძარცველებს, რაც ბოროტმოქმედებმა ფულით სავსე ჩანთა გაიტაცეს. აღნიშნულ საფუნთუშეში ქურდობის 38 ფაქტია დაფიქსირებული. შტატ პარანის პოლიცია აცხადებს, რომ მძარცველები უკვე დაკავებული არიან.
XS
SM
MD
LG