Accessibility links

logo-print

ლონდონის ცენტრში ვერტმფრენი ჩამოვარდა


დღეს ლონდონის ცენტრში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, პოლიციის ცნობით, დაიღუპა ორი და დაიჭრა ასევე ორი ადამიანი. როგორც იუწყებიან, ვერტმფრენი ამწეს დაეჯახა და ჩამოვარდა მდინარე თემზასთან, ვოქსჰოლის მეტროს სადგურთან. ეს რაიონი პიკის საათებში ხალხით და ტრანსპორტით არის სავსე. პოლიციის განცხადებით, არაფერი მიუთითებს ტერორიზმთან ავარიის რაიმენაირ კავშირზე.
XS
SM
MD
LG