Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ჯარისკაცები იწყებენ მალიში მეამბოხეებზე იერიშს


საფრანგეთის განცხადებით, ის ემზადება მალიში სახმელეთო იერიშისათვის, რომლის მსვლელობაშიც ფრანგი ჯარისკაცები ისლამისტ მეამბოხეებს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა ედუარდ გილომ დღეს პარიზში განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაცია წუხელ დაიწყო. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი განმარტავს, რომ ჯარისკაცები დაიძრნენ დედაქალაქ ბამაკოდან და მიემართებიან მეამბოხეების მიერ გაკონტროლებული რეგიონებისაკენ ჩრდილოეთ მალიში. საფრანგეთმა პარასკევს დაიწყო სამხედრო ოპერაცია მალიში, ამ ქვეყნის მთავრობის ოფიციალური თხოვნით. დასავლეთ აფრიკაში მდებარე მალი წარსულში საფრანგეთის კოლონია იყო. პარიზმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ 800-დან 2500-მდე ზრდის მალიში თავისი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვს.
XS
SM
MD
LG