Accessibility links

logo-print

პაკისტანელი გავლენიანი სასულიერო პირი ემხრობა არჩევნების დროულად ჩატარებას


პაკისტანელი გავლენიანი სასულიერო პირი, მუჰამად ტაჰირ-ულ ყადრი საარჩევნო რეფორმას მოითხოვს, მაგრამ არ სურს, ამის გამო გადაიდოს გაზაფხულისათვის დანიშნული არჩევნები. ტაჰირ-ულ ყადრიმ ეს მოსაზრება გამოთქვა ისლამაბადში, მრავალათასიან ანტისამთავრობო აქციაზე, რომელიც ოთხშაბათს ზედიზედ მესამე დღეს გაიმართა. განცხადებით, რომელიც ყადრიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა, ის მიზანშეწონილად მიიჩნევს არჩევნების 90-დღიან პერიოდში ჩატარებას. ყადრიმ ისევ დაგმო კორუფცია - გააკრიტიკა პარლამენტარი „მძარცველები“, რომლებიც ფულს უცხოურ ბანკებში ინახავენ. სასულიერო პირი, რომელიც ბოლოხანს დაბრუნდა კანადაში მრავალწლიანი ემიგრაციიდან, მოითხოვს მთავრობის გადადგომას, მის კორუმპირებულობასა და არაკომპეტენტურობაში დადანაშაულების საფუძველზე. ამასთან, ყადრი უარყოფს მედიაში გამოთქმულ ვარაუდს, რომ ის პაკისტანელი სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG