Accessibility links

logo-print

„ფრიდომ ჰაუსის“ 2012 წლის ანგარიშით, საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა


ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 195 ქვეყანაში და სადავო ტერიტორიაზე. ევრაზიაში სამოქალაქო უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლების შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ, ზოგადად, ვითარება გაუარესდა და რეგიონი, ახლო აღმოსავლეთთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიულია მთელს მსოფლიოში. რეგიონის ქვეყნებად, რომლებშიც ვითარება გაუარესდა, სახელდებიან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი. რაც შეეხება საქართველოს, ის, „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგით, ინარჩუნებს „ნაწილობრივ თავისუფლის“ სტატუსს, მაგრამ ვითარება გაუმჯობესებულად ფასდება, ისევე როგორც მეზობელ სომხეთში. „ნაწილობრივ თავისუფლის“ სტატუსი მიენიჭა „სადავო ტერიტორიების“ სიაში შეყვანილ აფხაზეთსაც, ხოლო სამხრეთი ოსეთი რჩება ჯგუფში, რომელშიც შესულია „უარესთა შორის უარესი“ სახელმწიფოები და სადავო ტერიტორიები.
XS
SM
MD
LG