Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი „დედ ჰასანი“


მოსკოვში მოკლეს „დედ ჰასანის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, 75 წლის ასლან უსოიანი. ის საქართველოში დაბადებული ქურთი იეზიდი იყო და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რუსეთში მოქმედ ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ კლანს. რუსეთის მედიის ცნობით, უსოიანი ჩართული იყო არალეგალური აზარტული თამაშებისა და მშენებლობის ბიზნესში, ისევე როგორც ნარკოტრაფიკინგში. მოსკოვის პოლიციის ცნობით, უსოიანი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მოკლა, სავარაუდოდ, შენობის სახურავზე ჩასაფრებულმა სნაიპერმა.
XS
SM
MD
LG