Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოეწყო თავდასხმა უშიშროების ეროვნულ სამმართველოზე


ქაბულში მოეწყო თავდასხმა ავღანეთის უშიშროების ეროვნულ სამმართველოზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდა ექვსი თვითმკვლელი, მაგრამ, ქაბულის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ მხოლოდ ერთმა მოასწრო აფეთქების მოწყობა, დანარჩენები უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაიჭრა 30-მდე სამოქალაქო პირი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG