Accessibility links

ობამა გეგმავს ზომებს ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა. ის შემუშავდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კონექტიკუტის შტატში, დაწყებით სკოლაზე თავდასხმამ შეიწირა 20 ბავშვი და ექვსი ზრდასრული ადამიანი. ობამამ ოთხშაბათს ვაშინგტონში გამოაცხადა, რომ მისი გეგმა ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის კონგრესის მიმართ მოწოდებას, აკრძალოს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო იარაღი და დიდი მოცულობის სავაზნეები, ამასთან აღმოფხვრას ხარვეზები იარაღით ვაჭრობის გაკონტროლების სისტემაში. ობამას გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების 23 აქტს, რომლებითაც, მაგალითად, გათვალისწინებულია იარაღით ძალადობის კვლევის გააქტიურება და ცეცხლსასროლი იარაღით დანაშაულის ჩამდენთა სამართლებრივი დევნის გაუმჯობესება. აღმასრულებელი ხელისუფლების აქტებს არ სჭირდება კონგრესში დამტკიცება.
XS
SM
MD
LG