Accessibility links

logo-print

შსს: ბექა გოჩიაშვილის დაკითხვა წესების დაცვით ჩატარდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჯაზმენ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაასრულა და გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკითხვისას გამომძიებლის უკანონო ქმედებები არ დაფიქსირებულა. სამინისტროს ინფორმაციით, უფლება-მოვალეობების განმარტებისას და ასევე საქმის ირგვლივ დასმული კითხვების შესახებ ბექა გოჩიაშვილს და მის მშობელს პრეტენზია არ გამოუხატავთ. სამინისტროსვე ცნობით, ბექა გოჩიაშვილთან ჩატარებულ დაკითხვას და ყველა საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა მისი მშობელი და მათი მხრიდან არც დაკითხვის მსვლელობისას და არც დაკითხვის დასრულებისას, რაიმე სახის შენიშვნას ან პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია.
XS
SM
MD
LG