Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ტიგრან სარქისიანს


ერევანში გაიმართა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ტიგრან სარქისიანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. მეზობელი ქვეყნების მთავრობათა თავმჯდომარეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. ივანიშვილი სომხეთს დღეს დილით ეწვია ოფიციალური ვიზიტით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სასჯელაღსრულებისა და რეინტეგრაციის მინისტრები.
XS
SM
MD
LG