Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს


ერევანში გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილი დღეს დილით ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთს. პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ის მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ტიგრან სარქისიანმა. მეზობელი ქვეყნების მთავრობათა თავმჯდომარეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხი კეთილმეზობლური პოლიტიკის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სასჯელაღსრულებისა და რეინტეგრაციის მინისტრები.
XS
SM
MD
LG