Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალელი ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მოკლეს ფრანგი მძევალი


სომალიში ისლამისტი ესქტრემისტები აცხადებენ, რომ მოკლეს ფრანგი მძევალი, დენი ალექსი, რომლის გათავისუფლებაც გასული კვირის მიწურულს სცადა საფრანგეთის სპეცდანიშნულების შენაერთმა. ექსტრემისტების ჯგუფი „ალ-შაბააბი“ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს ცნობას, რომ ოთხშაბათს სიკვდილით დასაჯეს დენი ალექსი, რომელიც 2009 წლიდან ჰყავდათ დატყვევებული. საფრანგეთის ხელისუფლება კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ალექსი, რომელიც დაზვერვის აგენტი იყო, მოკლეს 12 იანვარს, მისი გასათავისუფლებელი, წარუმატებელი ოპერაციისას. ამ წყაროს ცნობით, ოპერაციის დროს დაიღუპნენ აგრეთვე ორი ფრანგი ჯარისკაცი და 17 სომალელი.
XS
SM
MD
LG