Accessibility links

logo-print

სააგენტო ”ტრენდის” ცნობით, აზერბაიჯანში დააკავეს ქიბარ ხალვაში


ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დააკავეს - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ტრენდი” იუწყება აზერბაიჯანის შსს-ზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, სამინისტრო განმარტავს, რომ დაკავებული ხალვაში ეკონომიკური ხასიათის რამდენიმე დანაშაულის გამო საქართველოს მიერ იძებნებოდა. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს კიდევ 24 პირთან ერთად საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და ამნისტიის კანონის თანახმად გაათავისუფლა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე პირთაგან ცხრის ძებნა შეწყდა წითელი ცირკულარით, თუმცა 16 იანვარს ისინი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააფრთხილა, რომ ძებნა ჯერჯერობით ძალაშია დსთ-ის ქვეყნებში და აუცილებელ პროცედურებს დრო სჭირდება. პროკურატურა მოუწოდებდა პოლიტდევნილის სტატუსის მქონე 9 პირს, რომელთა შორის ქიბარ ხალვაშიცაა, შესაბამისი პოცედურის დასრულებამდე საქართველოში დაბრუნებისგან თავი შეეკავებინათ და დალოდებოდნენ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას. დღეს სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, რომ აზერბაიჯანში გაიგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში უკვე გათავისუფლებულია.
XS
SM
MD
LG