Accessibility links

აქტივისტების ცნობით, სირიაში მოკლულ იქნა 100-ზე მეტი ადამიანი


აქტივისტების ცნობით, ცენტრალური სირიის ქალაქ ჰომსში 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს სამთავრობო ჯარების ოპერაციის მსვლელობაში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ იუწყება, რომ ეს „ხოცვა-ჟლეტა“ მოხდა სამშაბათს, როცა სირიის არმიამ დაიკავა ჰომსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, სადაც ლტოლვილვები იმყოფებოდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ 106 მოკლულს შორის იყო ბევრი ქალი და ბავშვი. ამ ინფორმაციას ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰომსის მახლობლად ჩატარდა ოპერაცია შეიარაღებული პირების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, სულ ცოტა, 60 000 ადამიანია დაღუპული სირიის კონფლიქტის შედეგად, 2011 წლის მარტში მისი დაწყების შემდეგ.
XS
SM
MD
LG