Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის განცხადებით, ალჟირში მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია


ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ალჟირში დაწყებულია სამხედრო ოპერაცია გაზის მომპოვებელ საწარმოსთან, სადაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა აიყვანეს უცხოელი და ალჟირელი მძევლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, ალჟირის ხელისუფლება „ადასტურებს, რომ მიმდინარეობს ოპერაცია“. მედიით გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხუთშაბათს ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპნენ 34 მძევალი და 14 გამტაცებელი. ექსტრემისტები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ჰყავთ რამდენიმე მძევალი. უფრო ადრე ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ექსტრემისტებს გაექცა, სულ ცოტა, 15 უცხოელი და 30 ალჟირელი მძევალი. როგორც იუწყებიან, საწარმო ალყაში ჰყავთ მოქცეული ალჟირელ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა დაიპყრეს აღმოსავლეთ ალჟირში, ლიბიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე ობიექტი. თავდამსხმელები მოითხოვენ მალიში საფრანგეთის სამხედრო ოპერაციისათვის ბოლოს მოღებას.
XS
SM
MD
LG