Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში ფართოვდება საერთაშორისო ოპერაციის მასშტაბი


მალიში მოელიან დასავლეთ აფრიკის ჯარების პირველ შენაერთს, ჩრდილოეთ მალიში ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. რეგიონში უკვე დაწყებულია ფრანგი სამხედროების სახმელეთო ოპერაცია. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელიც ახდენს აფრიკის ჯარების კოორდინირებას, აცხადებს, რომ ნიგერია მალიში აგზავნის 500 ჯარისკაცს, რასაც მალე უნდა დაემატოს შენაერთები ბურკინა ფასოდან, ტოგოდან და ნიგერიდან. საფრანგეთი აპირებს, 2500-მდე გაზარდოს მალიში გაგზავნილი ჯარისკაცების რიცხვი. ამჟამად საფრანგეთს 800-კაციანი კონტინგენტი ჰყავს დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხუთშაბათს შეთანხმდნენ მალიში საწვრთნელი მისიით სამხედროების გასაგზავნად.
XS
SM
MD
LG