Accessibility links

logo-print

ალჟირიდან იუწყებიან რამდენიმე მძევლის გათავისუფლების შესახებ


ალჟირიდან იუწყებიან, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს რამდენიმე მძევალი გაზის მომპოვებელ საწარმოში, სადაც ოთხშაბათს აიყვანეს მძევლები ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ალჟირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გაათავისუფლეს ოთხი უცხოელი მძევალი, მაგრამ ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა. ირლანდიის მთავრობა ადასტურებს, რომ გათავისუფლებულია ირლანდიელი მძევალი. მანამდე მედიამ ექსტრემისტების განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში 34 მძევალი და 14 გამტაცებელი დაიღუპნენ. ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მათ ხელში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე მძევალი. ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს აღმოსავლეთ ალჟირში, ლიბიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე საწარმოს მას შემდეგ, რაც ის ექსტრემისტებმა დაიპყრეს. თავდამსხმელების მოთხოვნაა მალიში საფრანგეთის სამხედრო ოპერაციისათვის ბოლოს მოღება.
XS
SM
MD
LG