Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჰირ-ულ-ყადრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება პაკისტანის ხელისუფლებასთან


პაკისტანის გავლენიანმა სასულიერო პირმა, მუჰამად ტაჰირ-ულ-ყადრიმ, რომლის თაოსნობითაც ამ კვირაში, ისლამაბადში, რამდენიმე ანტისამთავრობო დემონსტრაცია ჩატარდა, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ხელისუფლებასთან. ეს ცნობა დღეს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ყადრი ისლამაბადში შეხვდა პაკისტანის მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრს. სასულიერო პირის თქმით, მოლაპარაკების შედეგად შემუშავებული დოკუმენტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს რაჯა ფერვეზ აშრაფს. მოეღება თუ არა ამით ბოლო მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ყადრი, რომელიც, კანადაში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, ახლახან დაბრუნდა სამშობლოში, სათავეში უდგას საპროტესტო აქციებს დემოკრატიზაციისა და ანტიკორუფციული რეფორმების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG