Accessibility links

logo-print

ალჟირი: მძევლების გათავისუფლების ოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა


ალჟირის სახელმწიფო რადიოს ინფორმაციით, ალჟირში გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში ბოევიკების მიერ აყვანილი რამდენიმე ადამიანი კვლავაც მძევლობაში რჩება. ისლამისტების მიერ აყვანილი მძევლების ტერიტორია ალჟირელი სპეცსამსახურებით არის გარშემორტყმული. ამასთანავე ალჟირიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძევლების გათავისუფლების ძირითადი ოპერაცია დასრულებულია. ალჟირის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს ოთხი უცხოელი მძევლის გარდაცვალების ფაქტს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია გათავისუფლებული მძევლების რაოდენობის შესახებ. ბოევიკებთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, გარდაცვლილია სულ მცირე 34 უცხოელი მძევალი. შვიდი კი გადარჩა.
XS
SM
MD
LG