Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სირიაში ჰუმანიტარულ კრიზისს პროგნოზირებს


გაერო სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის ესკალაციის შესახებ იტყობინება. ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიას ყოველ დღეს სამია ათასი ადამიანი ტოვებს, მათ ნახევარს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. ამ დროისათვის გაერომ სირიიდან 650 ათასი ლტოლვილი დაარეგისტრირა. ორგანიზაციის პროგნოზით, ნახევარ წელიწადში შესაძლოა ეს რიცხვი გაორმაგდეს. გაერო აცხადებს, რომ ლტოლვილების რიცხვი სწრაფად იზრდება და მათთვის დასახმარებლად ფინანსების მოძიება რთულდება.
XS
SM
MD
LG