Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე


ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბედუკაძე საქართველოში ღამის პირველი საათისთვის სტამბულის რეისით დაბრუნდა. აეროპორტში მყოფმა მისმა ადვოკატებმა პირველი კომენტარი 04.00 საათისთვის გააკეთეს. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა, ბედუკაძის დაკავებისა და დოკუმენტების გაფორების პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბედუკაძე ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაყვანილი, მისი კუთვნილი ნივთები კი, ოჯახის წევრებს გადაეცათ: "ბედუკაძეს აქვს საბრძოლო გაწყობა, კარგი გაგებით. მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება. მას აქვს პატიმრების წამების ამსახველი კიდევ სხვა მასალები და წერილობითი მტკიცებულებები, რომლებსაც გადასცემს ბრალდების მხარეს", - აღნიშნა აფციაურმა. ადვოკატის ინფორმაციით, ბედუკაძე დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა გამოძიებასთან თანაშრომლობისთვის მზად არის და დაბრუნების გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
XS
SM
MD
LG