Accessibility links

ფონდი "ქართუ" დაახლოებით 100 მილიონ ლარს გამოყოფს კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის


კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი "ქართუ" 100 მილიონ ლარამდე თანხას გამოყოფს და კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ თანხა კახეთის 5 რაიონში 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100-დან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა. ფონდ "ქართუს" აღმასრულებელი დირექტორის ნიკო ჩხეტიანის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა 95 მილიონი გამოყო, ხოლო სახურავების შესაკეთებლად დამატებით 5 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხება. ამასთან, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისთვის ზარალის სრულად ანაზღაურების პირობა უნდა შეასრულოს.
XS
SM
MD
LG