Accessibility links

მაია ფანჯიკიძე თებერვლის დასაწყისში შეხვედრას სთავაზობს საპარლამენტო უმცირესობას


საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს. მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეტყობინება გვიან მიიღო და ქუთაისში ჩასვლა თბილისში დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო ვერ შეძლო. ”ეს რომ თბილისში ყოფილიყო, ნამდვილად მოვახერხებდი, რაც პარლამენტს გუშინ ტელეფონით შევატყობინე, ერევნიდან დაბრუნების შემდეგ კი დღეს გავუგზავნე წერილი შეთავაზებით, რომ შეხვედრა გაიმართოს 4 თებერვლის კვირაში”, - განაცხადა ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა ძალიან სურს, რადგან მასთან თავადაც ბევრი შეკითხვა აქვს.
XS
SM
MD
LG