Accessibility links

ლენს არმსტრონგმა აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატებს იღებდა


ამერიკელმა ველომრბოლელმა, ლენს არმსტრონგმა, აღიარა, რომ თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მიმართავდა აკრძალულ მასტიმულირებელ პრეპარატებს. ეს აღიარება „ტურ დე ფრანსის“ შვიდგზის გამარჯვებულმა გუშინ, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეპროგრამაში, „ოპრა უინფრის შოუში“, გააკეთა. წამყვანის კითხვას, „ტურ დე ფრანსის“ შვიდივე შეჯიბრებაში მიმართა თუ არა სპორტსმენმა აკრძალულ პრეპარატებს, არმსტრონგმა დადებითად უპასუხა. ხოლო კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ „ტურ დე ფრანსის“ შვიდჯერ მოგება აკრძალული პრეპარატების მიუღებლადაც შესაძლებელი იქნებოდა, არმსტრონგის პასუხი უარყოფითი იყო. აქამდე ლენს არმსტრონგი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა. პროფესიული ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მას 1999-2005 წლებში მოპოვებული ყველა ჯილდო ჩამოართვა.
XS
SM
MD
LG