Accessibility links

logo-print

უშედეგოდ დამთავრდა მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე


თეირანში უშედეგოდ დამთავრდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელთა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა ორდღიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე. როგორც დღეს ვენაში განაცხადა გაეროს ატომური უწყების დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰერმან ნაკერცმა, ინსპექტორებმა ირანის ხელისუფლება ვერ დაითანხმეს, მიეცათ მათთვის თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფარჩინის სამხედრო კომპლექსის დათვალიერების საშუალება. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 12 თებერვლისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG