Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაინიშნა დამატებითი გამოძიება პაკისტანის პრემიერისთვის წაყენებული ბრალდებების გარშემო


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ კორუფციასთან ბრძოლის უწყებას მოსთხოვა, ექვსი დღის ვადაში ჩაატაროს დამატებითი გამოძიება პრემიერ-მინისტრ რაჯა ფერვეზ აშრაფისთვის წაყენებული ბრალდებების გარშემო. გუშინ კონტროლის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ფასიჰ ბოჰარიმ უარი განაცხადა აშრაფის დაპატიმრებაზე, განაცხადა რა, რომ მისი საქმის მასალებში ყველაფერი ნათელი არ არის. დღეს ცნობილი გახდა პოლიციის იმ თანამშრომლის სიკვდილის ამბავი, რომელიც აშრაფის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. კამრან ფაისალი ჩამოხრჩობილი იპოვეს ისლამაბადის ერთ-ერთ სასტუმროში. კორუფციის ბრალდება აშრაფს სამშაბათს წაუყენეს. პაკისტანის პრემიერი ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG