Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს სახეში მჟავა შეასხეს


მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, სერგეი ფილინი მძიმედ დაშავდა მასზე ნიღბიანი მამაკაცის თავდასხმისას: ფილინს სახეში მჟავა შეასხეს. ინციდენტი მოხდა მოსკოვში, ხუთშაბათს საღამოს, როცა ის შინ ბრუნდებოდა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფილინს, რომელსაც თვალებიც დაუზიანდა, უკვე გაუკეთდა ოპერაცია. პოლიციამ ის დაკითხა და მომხდარის მთავარ ვერსიას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. რუსეთის ტელევიზია REN-თან საუბარში, სერგეი ფილინმა ასე აღწერა მომენტი, როცა თავდამსხმელი მიუახლოვდა: „შემეშინდა და, სიმართლე რომ გითხრათ, მეგონა, მესროდა. მივხვდი, რომ ჭიშკარი არ იღებოდა კოდზე, რომელიც მე ავკრიფე. შევტრიალდი, რომ გავქცეულიყავი, მაგრამ ის ჩემზე სწრაფად გაიქცა, გამისწრო (...) და ქვემოდან, პირდაპირ სახეში შემომასხა“, ამბობს ფილინი. მასზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სერგეი ფილინის თქმით, მას ემუქრებოდნენ,
XS
SM
MD
LG