Accessibility links

logo-print

აშშ ადასტურებს, რომ ამერიკელებიც არიან ალჟირში აყვანილ მძევლებს შორის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ამერიკელებიც არიან მძევლებს შორის, რომლებიც ალჟირში ჰყავთ დატყვევებული ისლამისტ მეამბოხეებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს კონტაქტი აქვს დამყარებული ალჟირის მთავრობასთან, მძევლებთან დაკავშირებული კრიზისის მოსაგვარებლად მიმდინარე ძალისხმევის კოორდინირების მიზნით. ალჟირის ჯარები პარასკევსაც განაგრძობდნენ ოპერაციას ექსტრემისტების წინააღმდეგ, ისევე როგორც მძევლების ძებნას ამენასის გაზის მომპოვებელ საწარმოში, რომელიც ლიბიის საზღვართან მდებარეობს. ნათელი არ არის, რამდენი მძევალია ექსტრემისტების ხელში. ნულანდს არ უთქვამს, რამდენი ამერიკელი რჩება მძევლებს შორის, ან მოხერხდა თუ არა ვინმეს გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG