Accessibility links

logo-print

ბადრი ბიწაძე საქართველოში დაბრუნდა


სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე საქართველოში დაბრუნდა. "მთავარი დაბრუნება არ არის, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს. დაწყებულია ეს პროცესი, რაც სასიხარულოა, თუმცა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“-აღნიშნა ბიწაძემ აეროპორტში. სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საპარლამენტო კომისიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ბიწაძემ ქვეყანა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შედეგ დატოვა. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს 26 მაისის აქციის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი.
XS
SM
MD
LG