Accessibility links

კრიმინალური ავტორიტეტის „დედ ჰასანის“ ცხედარი თბილისმა არ მიიღო


კუბო, რომელშიც მოსკოვში მოკლული „დედ ჰასანის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარი იყო მოთავსებული, კვლავ რუსეთის დედაქალაქში დაბრუნდა. ამის თაობაზე ინფორმაციას, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები სამართალდამცველი ორგანოების ანონიმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. თვითმფრინავი, რომელსაც კუბო მიჰქონდა, დონეცკიდან უნდა ჩაფრენილიყო თბილისისაკენ, სადაც მოკლულის ახლობლებს სურდათ კრიმინალური ავტორიტეტის დაკრძალვა. 75 წლის ასლან უსოიანი საქართველოში დაბადებული ქურთი იეზიდი იყო და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რუსეთში მოქმედ ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ კლანს. 16 იანვარს უსოიანი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ შენობის სახურავზე ჩასაფრებულმა სნაიპერმა მოკლა. როგორც მოკლული „კანონიერი ქურდის“ ნათესავები აცხადებენ, უსოიანის ცხედრის არმიღების განკარგულება პირადად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. თუმცა სამინისტრო არ აკეთებს განმარტებას ამ საკითხზე.
XS
SM
MD
LG