Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩალაგაშვილი 3000 ლარის გირაოს ნაცვლად განთავისუფლდა


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რ-ნის სოფ. ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან" დაუკავშირდა სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. ამ ქმედებამ რამდენიემ ასეული მობინადრე და კერძო ობიექტი დენის გარეშე დატოვა. ბრალდების მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურა ითხოვდა ჩალაგაშვილისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას. პირველი შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორეზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG