Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში გაზის საწარმოსთან 15 დამწვარი გვამი იპოვეს


ალჟირის სპეცდანიშნულების ძალებმა, გავრცელებული ინფორმაციით, 15 დამწვარი გვამი იპოვეს გაზის მომპოვებელ საწარმოსთან, სადაც მეოთხე დღეა გრძელდება მძევლების განთავისუფლების ოპერაცია. ინფორმაციის გავრცელების დროს არ იყო დაზუსტებული, გვამები გამტაცებელი ექსტრემისტებისა, თუ მათ მიერ 16 იანვარს აყვანილი მძევლებისა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სპენ ბარტ აიდმა შაბათს ჟურნალისტებს გააცნო ინფორმაცია, რომ ნორვეგიის ორმა მოქალაქემ გამტაცებლებისგან თავის დახსნა მოახერხეს. სამთავრობო ძალებმა აღადგინეს კონტროლი საწარმოს ბევრ ობიექტზე, მაგრამ ექსტრემისტები კვლავ არიან ზოგიერთ შენობაში გამაგრებულნი. ოფოციალური ინფორმაციით, 17 იანვარს მძევლების განთავისუფლების ოპერაციის დროს 12 ალჟირელი და უცხოელი მუშა დაიღუპა. ალჟირის მედია იტყობინება, რომ მოკლულია 18 გამტაცებელიც.
XS
SM
MD
LG