Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი თავს უკეთ გრძნობს


მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, სერგეი ფილინი თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მდგომარეობიდან გამოდის. ამის თაობაზე ოპერაციის შემდეგ რუსმა ექიმებმა განაცხადეს. ფილინი მძიმედ დაშავდა მასზე ნიღბიანი მამაკაცის თავდასხმისას. ფილინს სახეში მჟავა შეასხეს. ინციდენტი მოხდა მოსკოვში, ხუთშაბათს საღამოს, როცა ის შინ ბრუნდებოდა. პოლიციამ უკვე დაკითხა დაზარალებული, რომელიც მომხდარის მთავარ ვერსიას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მასზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სერგეი ფილინის თქმით, მას ემუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG