Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი კონკურენტუნარიან არჩევნებს ელის


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი უარყოფს ბრალდებებს, თითქოს იგი სუსტ კონკურენციას ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს უთხრა, რომ მთავრობის მოვალეობა არ არის კონკურენტების „გამოზრდა“. სარქისიანის თანახმად, ხელისუფლებამ უფრო მეტად სამართლიანი არჩევნების გარემოს შექმნაზე უნდა იფიქროს. 18 თებერვლის არჩევნებში სერჟ სარქისიანი მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადით იყრის კენჭს. გავრცელებული მოსაზრებით, მას გარანტირებული აქვს გამარჯვება, ვინაიდან სომხეთის წამყვანმა ოპოზიციურმა ძალებმა 2012 წლის ბოლო უარი თქვეს ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე. ორმა პარტიამ ბრალი დასდო ხელისუფლებას იმაში, რომ მან არ უზრუნველყო ერთიანი წესების შემუშავება კანდიდატებისათვის.
XS
SM
MD
LG