Accessibility links

logo-print

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბაშარ ასადის მომავალზე მსჯელობა მიუღებელია


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მოალემმა განაცხადა, რომ ყოველგვარი დისკუსია სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მომავლის გარშემო, „მიუღებელია“. მინისტრის განცხადება მოჰყვა ერთი კვირის წინ, გაეროს და არაბული ლიგის დესპანის, ლახდარ ბრაჰიმის ნათქვამს, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს გარდამავალ მთავრობაში. ტელევიზიით გ მოსვლისას, ალ-მოალემმა ასევე შესთავაზა მეამბოხეებს, დაყარონ იარაღი და მონაწილეობა მიიღონ დიალოგში. ანტისამთავრობო ძალების რეაქცია ჯერ არაა ცნობილი, თუმცა მოელიან, რომ ისინი უარს იტყვიან შეთავაზებაზე.
XS
SM
MD
LG