Accessibility links

სერბიის პოლიციამ ეთნიკური ალბანელი მეამბოხეების მემორიალი აიღო


სერბიის პოლიციამ აიღო სერბიის წინააღმდეგ მებრძოლი ეთნიკური ალბანელი მეამბოხეების სადავო მემორიალი, რომელიც პრეშევოს ცენტრში იდგა. არეალი მნიშვნელოვანია ეთნიკური ალბანელებისთვის, რომელთა წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლება, ეწინააღმდეგებოდა მისი აღების თაობაზე ბელგრადის გადაწყვეტილებას. სერბია ალბანელ მეამბოხეეებს ტერორისტებად მიიჩნევს. დეკემბერში დადგუმლი მემორიალის აღება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან სერბიის შექებას, რომ წინსვლა აქვს კოსოვოსთან ურთიერთობაში. ბელგრადი არ აღიარებს კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობას, რომელიც ოლქმა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. ეუთომ კვირას გამოხატა სინანული, რომ მემორიალის გარშემო დავა არ დასრულდა ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.
XS
SM
MD
LG