Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართა


პრეზიდენტის სასახლესთან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა. როგორც მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, ადგილზე დარჩება მხოლოდ კოალიცია “ერთსულოვნების” შტაბი. საღამოს 11.00 საათზე კი ამავე ადგილას გაიმართება კონცერტი, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. მისივე თქმით, კონცერტის წინ მცირე ბრიფინგიც გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისი მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით ხელმოწერების შეგროვება და აქციები დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ სააკაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტიბის ვადა დღეს 24.00 საათზე იწურება და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. ისინი მოუწოდებენ როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე თანამდებობის პირებს, ხვალიდან მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აღარ მოიხსენიონ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტის სასახლესთან გახსნეს შტაბი, რომელიც 10 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს იქ და კოალიცია “ერთსულოვნებაში” გაწევრიანდეს, ავრცელებს ინფორმაციას მედიანიუსი.
XS
SM
MD
LG