Accessibility links

logo-print

გაერო: ავღანეთის ციხეებში პატიმრებს კვლავ აწამებენ


გაეროს თანახმად, ავღანეთში პატიმრებს კვლავ აწამებენ მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ რეფორმებს გაატარებს. კვირას გამოქვეყნებული მასალების თანახმად, გაეროს მხარდამჭერი მისია ავღანეთში აცხადებს, რომ წამება კვლავ ხდება და რჩება სერიოზული შეშფოთების მიზეზად. დოკუმენტის მიხედვით, ავღანეთის მთავრობის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. მთავრობის წარმომადგენლის, აიმალ ფაიაზის თქმით, ადმინისტრაციას არ აქვს პატიმრების მიმართ უხეში მოქცევის პოლიტიკა. მისი დაპირებით, გამოძიებულ იქნება ყველა კერძო საქმე, რომელზეც ლაპარაკია ანგარიშში.
XS
SM
MD
LG