Accessibility links

logo-print

პოლიტიკოსზე წარუმეტებელი თავდამსხმელი ამბობს, რომ "ჭკუის სწავლდება" სურდა


ბულგარეთის მოქალაქემ, რომელმაც იარაღი მიმართა პოლიტიკოსისკენ, ამბობს, რომ სურდა მხოლოდ „ჭკუის სწავლება“ და არ მისი მოკვლა. ოკტაი ენიმეჰმედოვს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება მას მერე, რაც გაზის პისტოლეტი დაუმიზნა თავში აჰმედ დოგანს, უფლებების და თავისუფლების პარტიის ლიდერს, რომელიც სოფიაში, შაბათს, სიტყვით უნდა გამოსულიყო. პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ცდილობდა ორჯერ ესროლა, მაგრამ ვერ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თავდამსხმელმა დატოვა წერილი, სადაც წერს, რომ მოელის, რომ მოკლავენ თავდასხმისას და რომ დოგანისთვის სურდა ესწავლებინა, რომ ის „ხელშეუხებელი“ არ არის. 58 წლის დოგანი, რომელიც ინციდენტის დროს არ დაშავებულა, ბულგარეთის თურქული უმცირესობის პარტიის ლიდერია. ენიმეჰმედოვიც ეთნიკური თურქია.
XS
SM
MD
LG