Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერს


იუსტიციის სამინისტრო არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა. მისი თქმით, საკითხები, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ილაპარაკა უნდა რეგულირდებოდეს ორგანული კანონით, და არა კონსტიტუციით. კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი 16 იანვარს წარადგინა. ამ პროექტის მიხედვით კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ე.წ. უცვლელობის გარანტია. ანუ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ დაუშვებელია შეიცვალოს ან სხვაგვარად ხელყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ის პრინციპები და გარანტიები, რომელიც დევს კონსტიტუციის მეხუთე თავში.
XS
SM
MD
LG