Accessibility links

logo-print

ავღანეთში ექსტრემისტებმა კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს


ექსტრემისტების ჯგუფმა კოორდინირებული თავდასხმები განახორციელა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე საგზაო პოლიციის განყოფილებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან პირველი შეტაკება და სროლები ორშაბათს თვითმკვლელი ტერორისტის იერიშს მოჰყვა, ერთი საათის შემდეგ კი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ქაბულის პოლიციის მაღალჩინოსნის მოჰამედ ზაჰირის თქმით, „პოლიციის შენობაში შეჭრაში ტერორისტების სამ-ოთხკაციანი ჯგუფი ცდილობდა“. ოფიცალური ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი პოლიციამ შესასვლელთან გაანადგურა, ერთმა კი მოახერხა შეჭრა და უსისტემო სროლა ატეხა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, თავდასხმის დროს პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა და 10 კაცი დაიჭრა. ქაბულის საგზაო პოლიციის განყოფილებაზე მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG