Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი: მოკლული სტუდენტის მამა დამნაშავეების სიკვდილით დასჯას ითხოვს


გაუპატიურებული და მოკლული ინდოელი სტუდენტის მამა თავდამსხმელების სიკვდილით დასჯას ითხოვს. მკვლელობაში მხილებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი ორშაბათს იწყება. დეკემბერში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს ბანდიტებმა სასტიკად სცემს, გააუპატიურეს და ავტობუსიდან გადააგდეს 23 წლის სტუდენტი გოგო, რომელიც მოგვიანებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მოკლული გოგოს მამამ, რომლის ვინაობა მის უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე არ არის ცნობილი, სააგენტო „ფრანს-პრესს“ უთხრა, რომ „ასეთი ამაზრზენი დანაშაულის მონაწილე არც ერთი ადამიანი არ არის სიცოცხლის ღირსი“. თავდასხმაში, ძარცვაში, გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს სასწრაფო წესით მოწვეული სასამრთლო განიხილავს. მეექვსე ბრალდებულის, 16 წლის ყმაწვილის საქმის განხილვა კი ცალკე, არასრულწლოვანთა სასამართლოში მოხდება.
XS
SM
MD
LG