Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირი 48 მძევლის დაღუპვაზე იტყობინება


ალჟირის უსაფრთხოების წყაროები აცხადებენ, რომ ახალი მონაცემებით დაახლოებით 48 მძევალი დაიღუპა ოთხდღიანი ალყის დროს ამენასის გაზის მწარმოებელ საწარმოში. უფრო ადრე ცნობებში საუბარი იყო 23 მძევალზე, თუმცა ალჟირის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებმაც საწარმოს ნანგრევებს ათვალიერებდნენ, კვირას კიდევ 25 მძევლის გვამი აღმოაჩინეს. ძიების სამუშაოები კვლავაც გრძელდება, რადგან დაახლოებით 20 მძევლის ასავალ-დასავალი უცნობია. ალჟირის ხელისუფლების თანახმად, მძევლების გამტაცებელი 32 -ვე ტერორისტი მოკლულია. თუმცა, კვირას მთავრობამ აღიარა, რომ ხუთი ექსტრემისტი ტყვედ არის აყვანილი, ხოლო სამი იძებნება.
XS
SM
MD
LG