Accessibility links

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს


პატიმრობაში მყოფი რუსეთის ოპოზიციის წევრი ლეონიდ რაზვოზჟაევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ორშაბათს რაზვოზჟაევმა აღნიშნული განცხადება სასამართლო მოსმენაზე, ციმბირის ქალაქ ირკუტსკის საპატიმროდან, ინტერნეტის საშუალებით ჩართვის დროს გააკეთა. ოპოზიციონერი აქტივისტის თანახმად იგი ციხეში ღებულობს მუქარებს, ხოლო მის ჯანმრთელობა შერყეულია. ამის მიუხედავად, მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა რაზვოზჟაევის განთავისუფლებაზე. ლეონიდ რაზვოზჟაევი გასული წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს არასანქცირებული მიტინგისა და სამართალდამცველებთან მომიტინგეთა შეტაკების ორგანიზებაში. რაზვოზჟაევი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა იგი უკრაინიდან გაიტაცეს და რუსეთში წამებით აიძულეს ეღიარებინა ბრალდება.
XS
SM
MD
LG