Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ავღანეთში პატიმრებს კვლავ აწამებენ


გაერო აცხადებს, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და დაპირებებისა, ავღანეთის ციხეებში კვლავ აწამებენ პატიმრებს. „წამება გამოიყენება ავღანეთში არსებულ ბევრ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, “ - ნათქვამია კვირას გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ავღანეთის მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად არ წყდება პატიმარებზე ძალადობა. ანგარიშის თანახმად ციხეებში განსაკუთრებით გავრცელებულია პატიმრების მავთულით ცემი პრაქტიკა. ავღანეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აიმალ ფაიზი აცხადებს, რომ მთავრობა გამოიძიებს იმ ფაქტებს, რომლებიც გაეროს ანგარიშშია მოტანილი.
XS
SM
MD
LG