Accessibility links

logo-print

ბელორუსი ჟურნალისტის ნათესავებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ


ბელორუსიის ქალაქ ჰროდნაში დაღუპული ჟურნალისტის ნათესავებს არ სჯერათ, რომ სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა იყო. 43 წლის იური ჰიმენიუკი შაბათს საერთო საცხოვრებლის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. დაღუპული პოლონეთის რადიოს კორესპონდენტი იყო და ბელორუსიის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. ჰიმენიუკის დედა აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია რატომ უნდა გადასულიყო მისი შვილი საერთო საცხოვრებელში, სადაც არვის იცნობდა. ბელორუსიის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჰუამნიუკი ცნობილი პოეტიც იყო და იგი ბელორუსიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი პოეზიის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.
XS
SM
MD
LG