Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი სტრასბურგში გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე


საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება სტრასბურგში, სადაც დღეს მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სტრასბურგში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი შეხვდება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და ადამიანის უფლებათა კომისარს. 23 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე განიხილება მოხსენება აგვისტოს ომის შემდგომი ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, რომელიც მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტმა მოამზადა.
XS
SM
MD
LG